ჩეხეთის მოქალაქე, რომელიც გუდაურში იმყოფებოდა და კორონავირუსი დაუდგინდა, მკურნალობას ჩეხეთში, სახლში განაგრძობს

ჩეხეთის ის მოქალაქე, რომელიც გუდაურში იმყოფებოდა და კორონავირუსი დაუდგინდა, მკურნალობას საკუთარ სახლში განაგრძობს. აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ჩეხეთის მოქალაქეს მადლობა გადაუხადა მოგზაურობის ისტორიისა და ფოტომასალის მიწოდებისთვის.

შეგახსენებთ, რომ ჩეხეთში კორონავირუსი დაუდასტურდა ჩეხეთის მოქალაქეს, რომელსაც 4-9 მარტს გუდაურში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. იგი 6-კაციან ტურისტულ ჯგუფთან ერთა მოგზაურობდა, მათგან კიდევ ერთს, სლოვაკეთის მოქალაქეს კორონავირუსი, ასევე, საკუთარ ქვეყანაში დაუდასტურდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები