მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არიან, სიმართლეს არ შეესაბამება.

„დაინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან. ეს არ არის სწორი ინფორმაცია იმიტომ, რომ ყველა დადასტურებული შემთხვევა მოდის ჩვენს ცენტრში. 28 პაციენტი არის ჩვენთან და 5 პაციენტი არის სხვა კლინიკებში, მათ შორის ჩეხეთის მოქალაქე არცერთი არ არის”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩეხ ტურისტებს, რომლებიც გუდაურში იმყოფებოდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები