ეროვნულ ბანკში ვიცეპრეზიდენტების რაოდენობა იზრდება

„ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. ცვლილებების ინიცირება დღეს ბიუროს სხდომაზე მოხდება.
როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა შვიდის ნაცვლად ცხრა წევრით განისაზღვრება, ხოლო ვიცეპრეზიდენტთა რაოდენობა ორის ნაცვლად – სამით.
„ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობის ცხრა წევრამდე გაზრდა განპირობებულია, ერთი მხრივ, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა კენტი რაოდენობის შენარჩუნების, ხოლო მეორე მხრივ, საუკეთესო კორპორაციული მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა უმრავლესობას არააღმასრულებელი წევრები შეადგენდნენ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს წევრთა რაოდენობა ცხრა წევრზე ნაკლები იქნება, სამი ვიცეპრეზიდენტის არსებობის პირობებში, საბჭოს შემადგენლობაში თანაბარი რაოდენობით იქნება წარმოდგენილი აღმასრულებელი და არააღმასრულებელი წევრები“, – ნათქვამია საკანონმდებლო ინიციატივის განმარტებით ბარათში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები