მარინა ეზუგბაია:კორონავირუსით ინფიცირებული 4 არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
მისი თქმით, ერთ-ერთ მათგანს სუფებრილური ტემპერატურა აღენიშნება, თუმცა სხვა კლინიკური ნიშანი არ გამოვლენილა.
„შემოსვლიდან დღემდე, მათი მდგომარეობა ჯერჯერობით სტაბილურია. პროგრესირება არ შეიმჩნევა. ერთ-ერთ მათგანთან არის სუფებრილური ტემპერატურა, თუმცა მასზე მეტი კლინიკური ნიშანი ჯერჯერობით არ გამოვლენილა. კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ დაახლოებით 3-4 დღე მაინც გვინდა, რომ დინამიურად შევაფასოთ პროცესი, რომ ვთქვათ, მდგომარეობა სტაბილურია, პროგრესირებს თუ პროგნოზულად როგორ შეიძლება შევაფასოთ მომავალში ამ პაციენტების მდგომარეობა“,-განაცხადა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევაა დადასტურებული.