“ჩვენ თუ სოციალური პასუხისმგებლობა და სოლიდარობა ვაჩვენეთ პირველ რიგში, საკუთარ თავს და მერე მსოფლიოს, არის შანსი, ამ გლობალური გამოწვევიდან უფრო გაძლიერებული გამოვიდეთ”
“ჩვენ თუ სოციალური პასუხისმგებლობა და სოლიდარობა ვაჩვენეთ პირველ რიგში, საკუთარ თავს და მერე მსოფლიოს, არის შანსი, ამ გლობალური გამოწვევიდან უფრო გაძლიერებული გამოვიდეთ,” – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში” განაცხადა.
მან ხაზი გაუსვა ეკონომიკური სტიმულირების გეგმის მნიშვნელობას ბიზნესის ხელშეწყობისათვის. მისი თქმით, მნიშვნელოვანია იმ სექტორებს და პირველ რიგში, ეს ეხება ტურიზმის სექტორს, რომლებიც უკვე დაზარალდნენ ,არ შეექმნათ ლიკვიდობის პრობლემები. ივანე მაჭავარიანის თქმით, ეკონომიკური სტიმულირების პაკეტის მიზანია, ბიზნესმა იგრძნოს, რომ სახელმწიფო მას მხარში უდგას.
“ტურიზმის სფეროში რაც კი ჩამონათვალია, ყველას გათვალისწინება მოხდა გეგმაში. ჩვენ ვაჩვენეთ როგორ ვაპირებთ მათ დახმარებას საშუალოვადიან პერიოდში. თუმცა, რაც შეეხება მოკლევადიან პერიოდს, მომდევნო დღეებს, პირველი რიგის ამოცანაა, ვირუსის გავრცელების შენელება. ჩვენ ისედაც მოწინავე ვართ რეგიონში, როგორც ყველაზე მიახლოებული ქვეყანა ევროპულ ოჯახთან და სწორედ აქ არის შანსი, რომ ჩვენი სოლიდარობით, ჩვენი ცივილიზებულობით, მოვიპოვოთ ის რეპუტაცია, რომელიც პოსტკრიზისულ პერიოდში ძალიან გამოგვადგება და ჩვენს მდგრად განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. უფრო სანდო ქვეყანა ვიქნებით, დაწყებული იქიდან, რა რეაგირება გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ პირველივე დღეებიდან, დამთავრებული – რამდენად ოპერატიული იყო ეს პასუხი. კიდევ უფრო მთავარი არის ის, თუ რამდენად პასუხისმგებელიანი გამოჩნდება თითოეული ჩვენი მოქალაქე და ჩვენი საზოგადოება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარია