გაიცანით ვალელი მექანიკოსი, რომელმაც ფილმ “ფორსაჟისთვის” კონსტრუქციები ააგო (ვიდეო)
მაზუთიანი, შავი და ნატკენი ხელებით მიხვდებით, რომ კაცი რომელსაც “რეგიონული კვირა” გაგაცნობთ, მექანიკოსია. 50 წლის ვაჟა ათუნაშვილმა თავისი ბავშვობის სურვილი, რომ მექანიკოსი გამხდარიყო დიდი ხნის წინ აისრულა. მას ქალაქ ვალეში საკუთარი სახელოსნო აქვს და საქმეს თავის რამდენიმე კოლეგასთან ერთად უძღვება. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ავტომობილის შემკეთებელი დიდ წარმატებას ინახავს. ის ფილმის “ფორსაჟის” შემქმნელებმა კონსტრუქციის ასაგებად მიიწვიეს. მანქანები, რომელიც რუსთავში გადაიღეს, სწორედ მისი შექმნილია.
როგორც “ რეგიონულ კვირასთან” საუბრისას თავად ამბობს, მას და თავის გუნდს მუშაობა მსოფლიოში აღიარებულ მექანიკოსებთან ერთად მოუწიათ და ეს მისთვის დიდი გამოცდილება იყო.
“მიუხედავად ამხელა წარმატებისა, არც ერთი ჟურნალისტი არ დაინტერესებულა ჩვენი ამბით. არც ადგილობრივი და არც ცენტრალური. ეს ერთ-ერთი გამოწვევა იყო ჩემს ცხოვრებაში, რომელიც არასდროს დამავიწყდება. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე მათთან მუშაობით. დაახლოებით ორი თვე ვიმუშავეთ” ,- გვიყვება ვაჟა.
50 წლის ვაჟა ათუნაშვილმა სახლის გვერდზე პატარა სახელოსნო გახსნა და გვერდში რამდენიმე კოლეგაც დაიყენა. როგორც ის ამბობს, ცნობილი ფილმის “ფორსაჟის” კონსტრუქციების აგება და დამზადება მათი ცხოვრების ერთ-ერთ საუკეთესო მომენტად დარჩება. ვალელი მექანიკოსი სამომავლოდ პენსიაში გასვლასა და შვილიშვილებისთვის მეტი დროის გამოყოფას გეგმავს.
მედეა ლომიძე