საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 2 პირი საკარანტინო ზონაში იძულების წესით გადაიყვანეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ორი პირი, თვითიზოლაციის წესების დაუმორჩილებლობის გამო, სამედიცინო მანქანით საკარანტინო ზონაში იძულების წესით გადაიყვანეს.

“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, ორივე ადგილობრივი მაღალი რისკის ზონის ქვეყნებიდან იყო შემოსული. მათგან ერთმა საზღვარი 4 მარტს და მეორემ კი, 12 მარტს გადმოკვეთა.

“მოსახლეობამ გაგვაგებინა,რომ ორივე მათგანმა დაარღვია თვითიზოლაცია და ერთ-ერთი მათგანი პურის საყიდლად გავიდა. თვითონაც აღიარეს,რომ წესებს არ დაემორჩილნენ და მათ 14 დღიანი კარანტინი უწევდათ. თუმცა, უნდა აღინიშნოს,რომ მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ”, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგარეჯოს ცენტრის დირექტორმა,ლეილა ოთარაშვილმა.

დღეის მონაცემებით, კახეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 82 პირი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები