ლარი დოლართან მიმართებით 0.0448 პუნქტით გაუფასურდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 0.0448 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.9942 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.9494 ღირდა.
0.0276 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.3421 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.3145 ლარი იყო.