ზესტაფონის დასასუფთავებლად კეთილმოწყობის სამსახურმა და ” ჯორჯიან მანგანეზმა” ერთობლივი აქცია მოაწყო
“ჯორჯიან მანგანეზის” ხელშეწყობით, მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურთან ერთად, ზესტაფონში ცენტრალური ქუჩების მოგვა-მორეცხვის სამუშაოები განხორციელდა.
კომპანია ” ჯორჯიან მანგანეზის” მექანიკური დაგვისა და გადამრეცხავი უნივერსალური ტექნიკის საშუალებით, გადაირეცხა როგორც ქალაქის ცენტრალური ქუჩები, ასევე – ტროტუარები.
როგორც კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მსგავსი სამუშაოები ზესტაფონთან ერთად ჭიათურაშიც მიმდინარეობს. მათი განმარტებით, ცენტრალური ქუჩებისა და ტროტუარების მოგვა- მორეცხვა ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება.