სოფელ თედოწმინდაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აშენდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თედოწმინდაში სკოლის მშენებლობას 1 080 000 ლარი მოხმარდება. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა 60 ბავშვზეა გათვლილი.

საგანმანათლებლო დაწესებულება დაწყებითი საფეხურის კლასების (I-IV კლასი) მოსწავლეებს მოემსახურება. ამ ეტაპზე, სოფელში შესაბამისი ასაკის 40 – მდე ბავშვი ცხოვრობს. მათი დიდი უმრავლესობა მეზობელ სოფლების ან გორის საჯარო სკოლებით სარგებლობს.

ადგილობრივები აღნიშნულის მიზეზად სოფელში მოქმედი საჯარო სკოლის შენობის გაუმართაობას ასახელებენ. სამუშაოები აგვისტოში დასრულდება. სკოლის მშენებლობის პარალელურად, სოფელში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთის სიგრძე, რომელიც გორი – ნიქოზის საავტომობილო გზიდან იწყება და მშენებარე სკოლასთან სრულდება, 689 მეტრია.

პროექტის ღირებულება 403 136 ლარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები