საჩხერის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
საჩხერის ინფექციური განყოფილების ბოქსირებულ პალატაში კორონავირუსით დაინფიცირებული სამი პაციენტია მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, გუშინ საჩხერიდან ორი მოქალაქე ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით შეიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.
გარდა ამისა, საჩხერის სასტუმროში კარანტინში 38 ადამიანი იმყოფება.