რატი იონათამიშვილი ,,ქართუს” განცხადებაზე: მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არის ადამიანი, რომლის იმედი თითოეულ ჩვენგანს შეიძლება, ჰქონდეს

“მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არის ადამიანი, რომლის იმედი თითოეულ ჩვენგანს შეიძლება, ჰქონდეს”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა ფონდ „ქართუს” მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი ადამიანის არსებობა ქვეყანაში არსებული ნებისმიერი გამოწვევის დაძლევისთვის მნიშვნელოვანია.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ამ განცხადებაში არის ის, რომ, თავი რომ დავანებოთ ნებისმიერ პოლიტიკურ დღის წესრიგსა და პროცესებს, ჩვენს ქვეყანაში არის ადამიანი, რომლის იმედი თითოეულ ჩვენგანს შეიძლება, ჰქონდეს, როდესაც ჩვენს ქვეყანას რაღაც უჭირს, ან არის კრიზისულ მდგომარეობაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ დავძლიოთ ნებისმიერი გამოწვევა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე შეიძლება დადგეს”, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა ფონდ „ქართუს” მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას, სადაც ფონდი გამოთქვამს მზადყოფნას, კორონავირუსის გავრცელებისგან საზოგადოების დასაცავად სახელმწიფოსთვის ფინანსური სახსრების გამოყოფის თაობაზე.

ფონდი “ქართუ” კორონავირუსის გავრცელებისგან საზოგადოების დასაცავად სახელმწიფოსთვის ფინანსური სახსრების გამოყოფის თაობაზე მზადყოფნას გამოთქვამს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები