გუკა რჩეულიშვილს, ლელა კილაძის სარჩელის საფუძველზე, პატიმრობა შეეფარდა
„ცენტრ პოინტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, გუკა რჩეულიშვილს მეუღლის, ლელა კილაძის საჩივრის საფუძველზე აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. ბრალდებული პროცესს არ დასწრებია.
მოსამართლემ პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო მიიღო.
აღნიშნულთან დაკავშირებით ლელა კილაძეს ჟურნალისტებთან კომენტარი, ჯერჯერობით, არ გაუკეთებია.