ეკატერინე ტიკარაძე: ამ ეტაპისთვის, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას საჭიროდ არ მივიჩნევთ

“ამ ეტაპზე, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას საჭიროდ არ მივიჩნევთ”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან, აღრიცხულია და მონიტორინგი მიმდინარეობს.

„ამ ეტაპისთვის, არ მივიჩნევთ საჭიროდ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, ვინაიდან ყველა ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან, აღრიცხულია, მიმდინარეობს მონიტორინგი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდება პაციენტი, რომლის წყაროც არ იქნება იდენტიფიცირებული, გახდის საეჭვოს და შეიტანს რისკს იმაში, რომ ინფექცია ვრცელდება კონტროლის გარეშე და ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები