14 მარტს საქართველოსა და რუსეთის სარაგბო მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება
საქართველოს რაგბის კავშირი 14 მარტს საქართველო-რუსეთის სარაგბო მატჩთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი ცნობით, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აღნიშნული თამაში მაყურებლის დასწრების გარეშე ჩატარდება.
“ძვირფასო მეგობრებო, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველდღიური კონსულტაციები გვაქვს როგორც საქართველოს მთავრობასთან, ასევე – დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან.
არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 14 მარტს საქართველოსა და რუსეთის მატჩი გაიმართოს მაყურებლის გარეშე.
ყველას, ვინც უკვე შეიძინეთ მატჩზე დასასწრები ბილეთები, გთხოვთ, მიმართოთ TKT.GE-ს თანხის დასაბრუნებლად.
კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შექმნილი მდგომარეობის გამო და დიდ მადლობას გულშემატკივრობისთვის #რაგბიჩვენითამაშია”, – ნათქვამია რაგბის კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.