ვახტანგ გომელაური ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმებზე ესაუბრა
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამინისტროში სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები. შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, ისაუბრეს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში სამინისტროს მიღწევებზე.
ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს თანამშრომლობით შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების კუთხით.
ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციის წევრები შეხვედრებს მართავენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლებთან.