პაციენტი, რომელსაც საქართველოში კორონავირუსი პირველს დაუდასტურდა, შესაძლოა, ხვალ გაწერონ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანლის, პაატა იმნაძის განცხადებით, პაციენტი, რომელსაც საქართველოში კორონავირუსი პირველს დაუდასტურდა, ინფექციური საავადმყოფოდან შესაძლოა, ხვალ გაწერონ.

მისი თქმით, პაციენტს სიმპტომები 2 დღეა, უკვე აღარ აქვს.

„პირველ ავადმყოფს ძალიან მსუბუქი მიმდინარეობა ჰქონდა. გავიდა 14 დღე მისი ავადმყოფობის. ავადმყოფობა მსუბუქ შემთხვევაში, ისევე როგორც ინკუბაციური პერიოდი, 14 დღეს გრძელდება.  რადგან  უკვე   ორი დღეა, მას საერთოდ არანაირი სიმპტომი აღარ აქვს,  მოხდება მისი ტესტირება 24 საათის განმავლობაში ორჯერ: ანუ დღესაც და მეორე დღესაც მოხდება კიდე ტესტირება. თუ ეს ორი პასუხი იქნება უარყოფითი, ის გაეწერება“, – განაცხადა იმნაძემ “მაესტროს” ეთერში.

შეგახსენებთ, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 23 შემთხვევაა დაფიქსირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები