გია ვოლსკი: ჩვენს ქვეყანას დამატებითი სტრესები არ სჭირდება
“დამატებითი სტრესები ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება, არის რაციონალური, ოპტიმალური გადაწყვეტილება, პროექტი და ამას ყველა მხარემ პატივი უნდა სცეს”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.
“დამატებითი სტრესები ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება. არის რაციონალური, ოპტიმალური გადაწყვეტილება, პროექტი და ამას ყველა მხარემ პატივი უნდა სცეს. საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, არსებობენ სერიოზული დამნაშავეები რაღაც საკითხებთან მიმართებით. სამართლებრივ საკითხებში პოლიტიკა, რა თქმა უნდა, არ უნდა შეიჭრას”, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, მმართველი გუნდი და ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებისთვის 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40-პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ.