სოფელ მეკეიძეებთან გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
სოფელ მეკეიძეებთან დამაკავშირებელი გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ ბერიძე ადგილზე პირადად გაეცნო.
მიწის მასა აღნიშნულ ტერიტორიაზე გუშინ ჩამოიშალა. მეწყრული პროცესები შედეგად საავტომობილო გადაადგილება არ შეზღუდულა, რადგან არსებობს სოფლებთან მისასვლელი ალტერნატიული გზა, საიდანაც ნებისმიერი ტრანსპორტით გადაადგილება შესაძლებელია. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები პრობლემის მოგვარებას მყისიერად შეუდგნენ.
რამდენიმე საათში გაწმენდით სამუშაოებში დამატებითი მძიმე ტექნიკა ჩაერთვება და ჩამონაშალის გატანა უახლოეს პერიოდში დასრულდება.