“საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დავუჭერ, ყველა მოთხოვნა და შენიშვნა, რაც მაჟორიტარ დეპუტატებს გვქონდა, გათვალისწინებულია”

ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის, კობა ლურსმანაშვილის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს.

მისივე თქმით, თბილისში შვიდი საარჩევნო მაჟორიტარული ოლქი საკმარისია.

„როცა საუბარია, რომ თბილისს 8 მაჟორიტარი დეპუტატი უნდა ჰყავდეს, რას უნდა მოვაკლოთ? კახეთის რეგიონს მცხეთა-თიანეთი მიეკუთვნოს, ეს როგორ ლოგიკაში ჯდება? წარმომადგენელი ყველა რეგიონს უნდა ჰყავდეს. ჩვენი, მაჟორიტარების პრინციპული პოზიცია სწორედ ეს გახლდათ, რომ ყველა მუნიციპალიტეტის დონეზე საარჩევნო ოლქი ყოფილიყო და ახლა გველაპარაკებიან, თურმე, რეგიონალურ დონეზეც არ უნდა იყოს წარმომადგენლობა. ამ პოზიციას ვერ გავიზიარებთ. თბილისისთვის შვიდი წარმომადგენელი საკმარისია.

ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დავუჭერ. ყველა მოთხოვნა და შენიშვნა, რაც მაჟორიტარ დეპუტატებს გვქონდა, გათვალისწინებულია და შერეული სისტემა იქნება. ამავდროულად, პარლამენტში მცირე პარტიების წარმოდგენის შესაძლებლობაც ჰქონდა. პარლამენტში განსხვავებული აზრი იქნება წარმოდგენილი, რასაც მივესალმები. ამასთან, 40-პროცენტიანი ე.წ. ჩამკეტი მექანიზმი გათვალისწინებულია. თავის დროზე საკითხს ვაყენებდით, რომ ქვეყნის სტაბილურობის განცდა შესაძლოა, შერყეული ყოფილიყო. ეს უკვე დაბალანსებულია, რადგან არეულობის თუ სხვა პროვოცირების შესაძლებლობის მოტივაცია გამორიცხულია, რადგან 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნები რომც დაინიშნოს, იმავე სისტემით იქნება, რომელზეც შევთანხმდით”, -განაცხადა ლურსმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები