“გრიპით მიმართვიანობა ოდნავ მომატებულია, არ შეგეშინდეთ, მაგრამ სიფხიზლე აუცილებელია, რათა გრიპის მეორე ძლიერი ტალღა არ მივიღოთ”

“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის თქმით, მარტის მეორე კვირაში საქართველოში გრიპისა და გრიპის მსგავსი დაავადებების გამო მიმართვიანობა გაიზარდა.

მისივე თქმით, ყველა რეკომენდაცია, რასაც “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი” კორონავირუსთან დაკავშირებით ავრცელებს, გრიპის ვირუსზეც ვრცელდება.

“არ შეგეშინდეთ, მაგრამ სიფხიზლე აუცილებელია. მარტის მეორე კვირაში ოდნავ მომატებულია მიმართვიანობა გრიპისა და გრიპის მსგავსი დაავადებების ქვეყანაში 100 00 მოსახლეზე გადათვლით, ასევე, მძიმე მწვავე რესპირაციული ინფექციებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. ეს არის, დაახლოებით, 2-4%-ით მატება, მაგრამ მაინც საყურადღებოა, უნდა ვიყოთ ფრთხილად, რომ ქვეყანაში გრიპის მეორე ძლიერი ტალღა არ მივიღოთ. ყველა რეკომენდაცია, რასაც ვიძლევით კორონავირუსთან დაკავშირებით, ვრცელდება გრიპის ვირუსზეც, დიდი თავშეყრის ადგილების თავის არიდება, პირბადეების ხმარება, თუ ვართ ინფიცირებულ ადამიანთან შესაბამისი საშუალებების ხმარება, ხელების ხშირი დაბანა და ასე შემდეგ”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები