სალხინოს ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად რამდენიმე საფლავი დაიწვა

მარტვილის მუნიციპალიტეტში, სალხინოს ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად რამდენიმე საფლავი დაიწვა.

სალხინოში მერის რწმუნებულის, გია ჯიჯელავას განცხადებით, მუნიციპალიტეტში ხანძრები ლოკალიზებულია, ამ ეტაპზე კი ცალკეული მცირე კერების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, ხანძარი იყო სამეგრელოს რეგიონის ოთხ მუნიციპალიტეტში. ცეცხლის ქრობის სამუშაოებში მთელი რეგიონის მეხანძრე-მაშველები და სპეც ტექნიკაა ჩართული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები