ლარი მცირედით გაუფასურდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 0.05 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.8463 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.7963 ღირდა.
0.0343 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.2274 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1931 ლარი იყო.