მერაბ ქვარაია: არსებული გაანგარიშებით, სამეგრელოს სამი მაჟორიტარი ეყოლება

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, მერაბ ქვარაიას განცხადებით, არსებული გაანგარიშებით, სამეგრელოს სამი მაჟორიტარი ეყოლება.

მისივე თქმით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება შესრულდება.

“არსებული გაანგარიშებით, სამეგრელოს სამი მაჟორიტარი ეყოლება, რამდენიმე ოლქი გაერთიანდება. ზუგდიდს, ამ შემთხვევაში, ერთი მაჟორიტარი ეყოლება. რამდენად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ეს, ამას შემდგომი პარლამენტი დაგვანახებს. ფაქტია, რომ შეთანხმება მიღწეულია და ეს შეთანხმება შესრულდება”, – განაცხადა ქვარაიამ.

ცნობისთვის, მმართველი გუნდი და ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებისთვის 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40-პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები