დიმიტრი ცქიტიშვილი: იმედი მაქვს, რომ არცერთი მხარე, მათ შორის – “ნაცმოძრაობა”, რაღაც მიზეზების გამო პირობას არ დაარღვევს
“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ პოლიტიკურ აქტიორებს შორის შეთანხმება შედგა, რომ ყველა მხარემ გადადგა ნაბიჯი კომპრომისისკენ”, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების შეფასებისას განაცხადა.
დეპუტატის თქმით, მას იმედი აქვს, რომ არცერთი მხარე, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობა”, პირობას არ დაარღვევს.
“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ პოლიტიკურ აქტიორებს შორის შეთანხმება შედგა, რომ ყველა მხარემ გადადგა ნაბიჯი კომრომისისკენ და, საბოლოოდ, შედგა ის მოდელი, რომელსაც დათანხმდება ყველა და ამ მოდელით ჩატარდება არჩევნები, სავარაუდოდ, ასეთ მიდგომას მხარს დავუჭერ.
იმედი მაქვს, რომ არცერთი მხარე, მათ შორის – “ნაციონალური მოძრაობა”, რაღაც მიზეზების გამო ამ პირობას არ დაარღვევს. ეს არის ვალდებულება საკუთარი ერისა და ქვეყნის წინაშე. ამ შემთხვევაში, ცოტა ჩანს, რომ ჩვენს საელჩოებსა და პარტნიორებს უფრო მეტად უყვართ ქვეყანა, ვიდრე – ჩვენს პოლიტიკურ ელიტას”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ მმართველი გუნდი და ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებისთვის 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40-პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ.