საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასი 54 %-ით შემცირდა
მსოფლიოში ნავთობის ფასი 54 %-ით შემცირდა. Brent-ის ტიპის ნავთობის ღირებულება 69 დოლარიდან 32-დოლარამდე, ხოლო ამერიკული მსუბუქი ნავთობისა – 63-დან 27-დოლარამდე დაეცა.
ნავთობის ღირებულების შემცირება გასულ კვირას დაიწყო. კერძოდ, 6 მარტს Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი 45 დოლარს ჩამოცდა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ OPEC -მა ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწია და საუდის არაბეთმა მოპოვების გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, ნავთობის ფასი კიდევ 30 %-ით შემცირდა.
ნავთობის ფასის კლებასთან ერთად, დაიწყო რუსული რუბლის გაუფასურება. ბოლო მონაცემებით, დოლართან მიმართებით, რუბლი 17.45 %-ით გაუფასურდა. დასავლური მედიის ცნობით, ნავთობის გაიაფების გამო, რუსეთის ეკონომიკა ყოველდღიურად 192 მილიონ დოლარს კარგავს.