არჩილ თალაკვაძე: საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებით, პირველ რიგში, მოიგო ჩვენმა ქვეყანამ, მოიგო ჩვენმა საზოგადოებამ და რაც მთავარია, ხელისუფლებამ

ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ, ჩვენს მოქალაქეებს და საერთაშორისო თანამეგობრობას ვაჩვენეთ, რომ საქართველოს ჰყავს პასუხისმგებლიანი და დემოკრატიული ხელისუფლება, რომლის უპირველესი პრიორიტეტი არის დემოკრატიის გაძლიერება და საკუთარი მოქალაქეებისთვის დემოკრატიული არჩევნების შეთავაზება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის საარჩევნო საკითხზე მიღწეული შეთანხმების შესახებ საუბრისას განაცხადა.

“მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებით, პირველ რიგში, მოიგო ჩვენმა ქვეყანამ, მოიგო ჩვენმა საზოგადოებამ და რაც მთავარია, ხელისუფლებამ. ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ, ჩვენს მოქალაქეებს და საერთაშორისო თანამეგობრობას ვაჩვენეთ, რომ საქართველოს ჰყავს პასუხისმგებლიანი და დემოკრატიული ხელისუფლება, რომლის უპირველესი პრიორიტეტი არის დემოკრატიის გაძლიერება და საკუთარი მოქალაქეებისთვის დემოკრატიული არჩევნების შეთავაზება. ასევე, ზრუნვა ქვეყნის უსაფრთხოებაზე. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ საარჩევნო წელს არ მოხდება რაიმე ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებმაც შეიძლება კვლავ შეკითხვები და მომავალი ახალი განხილვები წარმოშვას ამ პროცესში. რა თქმა უნდა, მართლმსაჯულება არის ხელისუფლების დამოუკიდებელი შტო და პოლიტიკოსები მასზე ვერანაირ პირდაპირ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებენ,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, დღეს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები