მეუფე გრიგოლი: ადამიანებს ვთხოვთ, თავი შეიკავონ ზედმეტი კოცნა-ხვევნა-ამბორისაგან
ჩვენ თითოეულ ადამიანს მივმართავთ და ვთხოვთ, რომ ქართული ემოციური ბუნებიდან გამომდინარე, ზედმეტი კოცნა-ხვევნა-ამბორისაგან თავი შეიკავონ,- ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა კორონავირუსის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სასულიერო პირები მრევლს მუდმივად არიგებენ, რომ პირადი ჰიგიენა დაიცვან.
“ეკლესია მომხრეა და ჩვენ ყოველთვის მრევლს ვარიგებთ და ვასწავლით, რომ საჭიროა პირადი ჰიგიენის დაცვა. ჩვენ თითოეულ ადამიანს მივმართავთ და ვთხოვთ, რომ ქართული ემოციური ბუნებიდან გამომდინარე, თავი შეიკავონ ზედმეტი კოცნა-ხვევნა, ამბორისაგან, იმიტომ რომ არ ვიცით, ვინ შეიძლება იყოს ვირუსის მატარებელი,” – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.