ნათია თურნავა კორონავირუსის ფონზე არსებული გამოწვევებსა და მათი დარეგულირების საკითხს ტურიზმის სექტორთან ერთად განიხილავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებს ხვდება – ნათია თურნავა კორონავირუსის ფონზე არსებული გამოწვევებსა და მათი დარეგულირების საკითხს ტურიზმის სექტორთან ერთად განიხილავს.

„პრემიერმინისტრმა ეკონომიკის სამინისტროს დაგვავალა, რაც შეიძლება მალე ჩაგვეტარებინა შეხვედრა ტურიზმის ინდუსტრიასთან. ჩვენ გვინდა, რომ უშუალოდ მათგან მოვისმინოთ, თუ რა პრობლემები დაუდგათ უკვე და რა მოლოდინები აქვთ სამომავლოდ იმისთვის, რომ ჩვენც რაღაც ადეკვატურ ზომებზე ვიმსჯელოთ”, – განაცხადა მინისტრმა მედიასთან შეხვედრის დაწყებამდე.

ნათია თურნავას თქმით, სახეზეა, რომ ტურიზმი, რომელიც ვირუსთან ბრძოლის ფრონტის წინა ხაზზე არსებული ინდუსტრიაა, უკვე გარკვეულ პრობლემებს განიცდის.

ამასთან, როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, დღეს კორონავირუსის სახით არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში უდგას ტურიზმის ინდუსტრიას გლობალური გამოწვევა, თუმცა ძალიანაა გაძლიერებული სხვადასხვა ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევა ვირუსთან ბრძოლის მიმართულებით.

„ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, რომ მთლიანად მსოფლიო, რომელიც დღეს, როგორც არასდროს, ისეა კონსოლიდირებული, თუ როგორ აღუდგება წინ ვირუსის გავრცელებას. და ამ თვალსაზრისით მინდა, რომ ოპტიმიზმი გამოვხატო – ძალიან გაძლიერებულია სხვადასხვა ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევა ვირუსთან ბრძოლის მიმართულებით და იმედი გამოვთქვა, რომ ეს პრობლემა მალე მოგვარდება”, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები, ასევე, სასტუმროების, ტურისტული სერვისების, ტურისტული ინდუსტრიის სხვა ჯგუფების წარმომადგენლები ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები