მარტვილში სამი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო
მარტვილის მუნიციპალიტეტის ონოღიის, დიდი ჭყონისა და ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულებში საბავშვო ბაღების მშენებლობა დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს ონოღიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე – ლუდუკ (ნუკრი) ხასია და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი – ალექსანდრე გრიგალავა მერის მოადგილე აკაკი ხუნწელიასთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში, აშენდება სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი.
სამშენებლო სამუშაოებს ამხანაგობა „თ.ბ. კაპიტალი, LIVE DESIGN” ახორციელებს.
ბაღების მშენებლობის ღირებულება 2 212 500 ლარს შეადგენს.
პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.