გიორგი კაპანაძემ უსინათლოთა კავშირის მცხეთის ფილიალის წევრ ქალბატონებს ქალთა დღესასწაული მიულოცა

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი კაპანაძემ საქართველოს უსინათლოთა კავშირის მცხეთის ფილიალის წევრ ქალბატონებს ქალთა დღესასწაული მიულოცა.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, მისალოცი ბარათი ბრაილის შრიფტით დამზადდა ნიშნად იმისა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და რომ მათ სჭირდებათ ადაპტირებული გარემო იმისათვის, რომ შეძლონ სრულფასოვანი და დამოუკიდებელი ცხოვრება.

შეხვედრის დასასრულ, გიორგი კაპანაძემ ქალბატონებს სიმბოლური სასაჩუქრე ნაკრები გადასცა.

“მინდა, ქალთა დღესასწაულები ყველა უსინათლო ქალბატონს მივულოცო და, პირველ ყოვლისა, ჯანმრთელობა ვუსურვო. გპირდებით, რომ, საჭიროების შემთხვევაში, მცხეთის მუნიციპალიტეტი ყოველთვის გაუწევს თანადგომას მცხეთის უსინათლოთა კავშირის ბენეფიციარებს. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო კავშირის დირექტორს მადონა ჟორჟოლიანს, მათზე გაწეული ზრუნვისათვის”, – აღნიშნა გიორგი კაპანაძემ.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომლები და კომპანია „მანას“ წარმომადგენელი. ბ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის კომპანია „ლიდერფუდსა“ და ქართული ჩაის მწარმოებელ კომპანიას „მანა“ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები