ცოტნე ზურაბიანი მაია ცქიტიშვილს: წყალტუბოს რამდენიმე სოფელში რჩება მოუგვარებელი სასმელი წყლის პრობლემა, თუ იგეგმება კონკრეტული პროექტების განხორციელება

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში რჩება მოუგვარებელი სასმელი წყლის პრობლემა – მაინტერესებს, წელს ან მომდევნო წელს ამ საკითხებთან მიმართებით თუ იგეგმება კონკრეტული პროექტების განხორციელება”, – აღნიშნული კითხვა პარლამენტში საქართველოს პარლამენტის წევრმა, ცოტნე ზურაბიანმა მაია ცქიტიშვილს დაუსვა.

პლენარულ სხდომაზე, სადაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მოუსმინეს, ცოტნე ზურაბიანი რამდენიმე საკითხით დაინტერესდა, მათ შორის – დეტალური ინფორმაციით ინტეგირებული განვითარების პროგრამის შესახებ, რომელიც საპილოტე რაიონებში ხორციელდება. დეპუტატი, ასევე, შეეხო წყალტუბოს აღორძინების პროექტს.

„ვისარგებლებ შემთხვევით და გთხოვთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ უფრო დეტალური ინფორმაცია, რა ეტაპზე ვართ დღეს ამ მიმართულებით. მუშავდება წყალტუბოს განვითარების გენგეგმა, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო კურირებს. ამაზეც რომ მოგვაწოდოთ ინფორმაცია და იმ ეტაპებზე, რომელიც წინ უძღვის აღორძინების პროექტს”, – მიმართა ცოტნე ზურაბიანმა მინისტრს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები