კორონავირუსის გამო, შესაძლოა, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის აღნიშვნა გადაიდოს
კორონავირუსის გამო, შესაძლოა, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის აღნიშვნა გადაიდოს
ამის შესახებ მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ნოვრუზ ბაირამისთვის მზადება უკვე დაიწყეს, თუმცა, ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ბოლო დღეებში მიიღებენ გადაწყვეტილებას ჩატარდეს თუ არა დღესასწაული.
” ჩვენ უკვე დავიწყეთ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისთვის მზადება. ტენდერიც გამოცხადებული გაქვს. თუმცა, ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ბოლო დღეებში გადავწყვეტთ, ჩავატარებთ თუ არა დღესასწაულს”, – აცხადებს ზაურ დარგალი.
2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნოვრუზი საერთაშორისო დღედ აღიარა. 2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად იქნა შეტანილი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში. 2010 წელს, ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა.