ევროპაში ჩვეულებრივზე თბილი ზამთარი დაფიქსირდა

ევროპაში ჩვეულებრივზე უფრო ცხელი ზამთარი დაფიქსირდა. ამის შესახებ ევროკავშირის კლიმატის ცვლილების კვლევითმა სამსახურმა, Copernicus-მა განაცხადა.

ეს ყველაზე თბილი ზამთარია, რაც კი ოდესმე აღერიცხა. 2019 წლის დეკემბერსა და 2020 წლის თებერვალში 3.4 გრადუსით მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა, ვიდრე საშუალო ტემპერატურა 1981-2010 წლებში.
განსაკუთრებით ცხელოდა კონტინენტის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში. ტემპერატურის ცვლილებები ნამდვილი გამოწვევა გახდა ევროპის სოფლის მეურნეობისთვის. ეს იყო პირველი ზამთარი, როცა გერმანიაში უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურის გამო ვერ გაიხარა „ყინულოვანმა ღვინოს“ ჯიშმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები