ქალაქ სამტრედიის ნაწილს 6 მარტს გაზმომარაგება შეუწყდება

6 მარტს, დილის 11:00 საათიდან საღამოს 16:00 საათამდე ქალაქ სამტრედიაში, კერძოდ, ბარათაშვილის ქუჩას ჩიხებით, შანიძის, ნიკურაძის, ფარნავაზის ქუჩას ჩიხებით, თამარ თავაძის, ერისთავის, ბახტაძის, წინსვლის, ახალგაზრდობის, წერეთლის, კანდელაკის, ჭავჭავაძის ნაწილს, ეგრისის, 26 მაისის, ნიკოლაძის, თევზაძის, ხიბლარის ქუჩების მაცხოვრებლებს გაზმომარაგება შეუწყდებათ.

აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები გახდა. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 6 მარტის 16:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები