შალვა კერესელიძემ მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცა
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა რეგიონში მცხოვრებ რამდენიმე მრავალშვილიან დედას დედის დღე მიულოცა. შალვა კერესელიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მათ პირადად ესტუმრა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
“მინდა, პირველ ყოვლისა, დღევანდელი დღე მოგილოცოთ, ჯანმრთელობა და დღეგრძელობა გისურვოთ. დედობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა. თქვენ ზრდით შვილებს და ხართ ძლიერი ოჯახის საყრდენი. ძლიერი ოჯახი კი წარმატებული სახელმწიფოს საწინდარია. მადლობა ამ ფასდაუდებელი საქმისთვის”, – აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, შალვა კერესელიძემ.