ბერლინში ათასობით დემონსტრანტმა მიგრანტებისთვის ევროკავშირის საზღვრების გახსნა მოითხოვა
ბერლინში ათასობით დემონსტრანტი ქუჩაში გამოვიდა. ისინი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელისგან მოითხოვდნენ, მიგრანტებს ევროკავშირის საზღვრები გაუხსნას.
ცნობისთვის, მიგრანტები თურქეთიდან საბერძნეთში გადასვლას ცდილობენ.
სულ მცირე, 3000 ადამიანი შეიკრიბა კანცლერის რეზიდენციასთან. პარალელურად, საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა ჰამბურგსა და პოსტდამში.
პროტესტს უძღვებოდა აქტივისტთა ჯგუფი – Seebrücke (ზღვის ხიდი), რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის ეწინააღმდეგება ევროკავშირის ბლოკირების პოლიტიკას და მხარს უჭერს საზღვრების გახსნას. ჯგუფმა განაცხადა, რომ მას სურს უსაფრთხო გასასვლელები და მოქალაქეების მიერ ზღვით გადარჩენის კრიმინალიზაციის დასასრული.
კვირის ბოლოსთვის სხვა აქციებიც იგეგმება.
უშუალოდ კანცლერმა, ანგელა მერკელმა სოლიდარობა გამოუცხადა საბერძნეთს, რომელიც ცდილობს, მიგრანტები ისევ თურქეთში დააბრუნოს. საამისოდ საბერძნეთის უსაფრთხოების სამსახურმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რათა არ დაეშვა მიგრანტების მიერ საზღვრის გადაკვეთა. მერკელის თქმით, ევროკავშირის საზღვრები დაკეტილია.
იმავე აზრზეა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი, ჰორსტ ზიჰოფერი. სამშაბათს მან Tweeter-ზე არაბულ ენაზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმად, ევროპის საზღვრები არაა ღია თურქეთიდან მიმავალი მიგრანტებისთვის და ეს გერმანიის საზღვრებსაც ეხება.
ცნობისთვის, სირიულ იდლიბში შექმნილი სიტუაციის გამო, სადაც მიმდინარეობს სამხედრო კონფლიქტი თურქეთსა და სირიას შორის. თურქეთმა ლტოლვილებს ევროკავშირთან საზღვარი გაუხსნა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთში 3.7 მილონი ლტოლვილია და ქვეყანა ვერ უმკლავდება მიგრანტთა ახალ ნაკადებს.