ვლადიმერ იმნაძემ აფხაზეთის ომის დროს დაღუპული ძმები წიკლაურების დედას, ბელა ზალდასტანიშვილს დედის დღე მიულოცა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძიებისა და მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვის ფონდის, “მოლოდინის” ხელმძღვანელს, ბელა ზალდასტანიშვილს დედის დღე მიულოცა.

ვლადიმერ იმნაძემ ბელა ზალდასტანიშვილს თაიგული და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და ჯანმრთელობა უსურვა.

ბელა ზალდასტანიშვილის შვილები – 23 წლის ზურა და 25 წლის თემურ ზალდასტანიშვილები და, ასევე, ძმები, ტყუპები, ვასიკო და ნუკრი წიკლაურები, აფხაზეთის ომის დროს, 1993 წლის 22 სექტემბერს, ბაბუშერას აეროპორტში რუსი სამხედროების მიერ თვითმფრინავის აფეთქებისას დაიღუპნენ.

მათი ნეშტები აფხაზეთიდან 2014 წელს ჩამოასვენეს და დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები