ეროვნული ბანკი: ვადაგადაცილებული სესხები 71.2 მილიონი ლარით გაიზარდა
ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 71.2 მლნ ლარით გაიზარდა და 436.1 მლნ ლარს გაუტოლდა.
სებ-ის ცნობით, მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.3 პროცენტი იყო.
ვადაგადაცილებული სესხების 44.5 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 55.2 პროცენტს გაუტოლდა.