სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დაიწყო.
მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ნიკოლ ფაშინიანს საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ უმასპინძლა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. საქართველოსა და სომხეთის პრემიერმინისტრებმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები წარუდგინეს.
ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრების პირისპირ შეხვედრა იმართება, რის შემდეგაც დაგეგმილია გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები. შეხვედრის დასრულებისთანავე გიორგი გახარია და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.