საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ  აქცია გამართა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ, მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით, აქცია გამართა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, მუნიციპალიტეტმა მიწები მათგან ფარულად გაასხვისა და საპარტნიორო ფონდს გადასცა.

“ჩვენი მიწები , რასაც ვხმარობთ და ვთესავთ,აქამდე გაუფორმებელი გვქონდა და ახლა,  მოკლე ვადაში ვიღაცაზე გადაფორმდა , რომელმაც ეს მიწები უნდა გაყიდოს ინვესტორებზე. დათესილი და ვაჩაყრილი მიწები ვიღაცეებს უნდა გადასცენ , ასე არ შეიძლება”,- განმარტა სოსო კევლიშვილმა.

აქციის მონაწილეების თქმით,წლებია რაც აღნიშნულ ტერიტორიას სამეურნეო დანიშნულებისთვის იყენებენ და მათი შემოსავალიც, ძირითადად, სოფლის მეურნეობაა. ადგილობრივები ასევე განმარტავენ, რომ შესაბამის უწყებებს მიწის დაკანონების მოთხოვნით  არაერთხელ მიმართეს. საუბარია, კაკაბეთის, გიორგიწმინდას და საგარეჯოს დაახლოებით 500 ჰექტარ სასოფლო სამეურნეო მიწის სავარგულებზე.

“ჯერ მიწები მოგვცეს, ვამუშავებდით და წაურთმევიათ. ეს ადგილები ჩვენზე უნდა გაეფორმებინა ადგილობრივ ხელისუფლებას , ფულიც შეკრიბეს,საბუთებს გაგიფორმებთო , მაგრამ გაასხვისეს“, -განმარტა გენადი გუგუნიშვილმა.

აქციის მონაწილეებს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე შეხვდა. ალექსი გელაშვილის თქმით,მოლაპარაკებები დაწყებულია, რათა პრობლემა მოსახლეობის სასარგებლოდ გადაწყდეს.

“ჩვენ ვცდილობთ შუამდგომლობა გავუწიოთ და მოსახლეობას რამენაირად დავეხმაროთ,რომ ვადა გასული იჯარები გაგრძელდეს,ან შესყიდვა მოხდეს.მოლაპარაკების შედეგად ვეტყვით ამ ხალხს რა იქნება და როგორ“- განაცხადა გელაშვილმა.

ადგილობრივები,მოთხოვნის არ შესრულების შემთხვევაში, პროტესტის გაგრძელებას აპირებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები