ბათუმის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო ღონისძიებები დაიწყო

კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბათუმის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო ღონისძიებები დღეიდან დაიწყო.

სპეციალური ხსნარებით დეზინფექცია ჩაუტარდება მუნიციპალური ავტობუსებსაც. ამ მიზნით შეხვედრა მიკროავტობუსების კომპანიების წარმომადგენლებთან გაიმართა, რომელთაც სადეზინფექციო სამუშაოებთან დაკავშირებით, შესაბამისი რეკომენდაციები მიეცათ.

პრევენციის მიზნით, გაუქმდა მუნიციპალიტეტის ორგანიზებით დაგეგმილი ხალხმრავალი ღონისძიებებიც. დროებით შეწყდა დელფინარიუმში წარმოდგენები. ხსნარებით იწმინდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები