გიორგი პერტაიამ დუბაიში უცხოელ კოლეგებთან შეხვედრისას ქართული ექსპორტის და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის საკითხები განიხილა
სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდეტი გიორგი პერტაია სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საემიროში იმყოფებოდა. გიორგი პერტაიამ ემირატებში საქართველოს ახლადდანიშნულ ელჩთან, პაატა კალანდაძესთან ერთად, უცხოელ პარტნიორებს და ბიზნეს სექტორს შეხვდა.
ემირატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა დუბაიში, შარჟასა და აბუ-დაბიში.
ვიზიტის ფარგელბში, სავაჭრო სამრეწველო პალატასის პრეზიდენმა და არაბთა გაერთიანებული საემიროების სავაჭრო-სამრეწველო პალატების ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, ჰუმაიდ ბენ სალემმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
გიორგი პერტაიამ სამუშაო შეხვედრა შარჟას სავაჭრო პალატის პრეზიდენტთან აბდალა სულთან ალ ოვაისსთანაც გამართა, სადაც ორმხრივი პარტნიორობის გაღმავების საკითხებზეც ისაუბრა.
მხარეებმა იმსჯელეს ქვეყნებს შორის ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობასა და ემირატების ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის საკითხებზე. ასევე, მიმოიხილეს ემირატებიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გზები.
სამომავლოდ, დაიგეგმა ერთობლივი ბიზნეს ფორუმი. ასევე განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ქართული კომპანიებისთვის კონკრეტული, მათი საქმიანობის შესაბამისი პარტნიორების მოძიებას საამიროებში.