ისრაელში, ბოლო 12 თვის განმავლობაში, უკვე მესამე არჩევნები ტარდება

ისრაელში, დღეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება. 6,5 მლნ-მდე ამომრჩეველმა 23-ე მოწვევის ქნესეთის 120 დეპუტატი უნდა აირჩიოს.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მიზეზი გახდა ის, რომ უკვე თითქმის ერთი წელია, ქვეყანაში მთავრობის ფორმირება ვერ ხერხდება. მთავრობის შექმნის მცდელობები იყო გასული წლის აპრილსა და სექტემბერში, თუ ჩავარდა, რადგან არც ერთმა პარტიამ კოალიციური მთავრობის შექმნა ვერ შეძლო.

გამოკითხვების მიხედვით, დღევანდელმა არჩევნები, შესაძლოა, კონკრეტული შედეგების მომტანი არ აღმოჩნდეს, რადგან მმართველი პარტია „ლიქუდი“ და ოპოზიციური მემარცხენეცენტრისტული ბლოკი „ქაჰოლ-ლავანი“ ამომრჩევლის თითქმის თანადაბარი მხარდაჭერით სარგებლობს.

არჩევნების შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტი, რეუვენ რივლინი გადაწყვეტს,თუ ვის მიანდობს მინისტრთა კაბინეტის ფორმირებას. ჩვეულებრივ, ასეთ უფლებამოსილებას ღებულობს ყველაზე მსხვილი პოლიტიკური ძალის ლიდერი, რომელსაც ამისთვის 4 კვირა ექნება, საჭიროების შემთხვევაში ვადა კიდევ ორი კვირით გახანგრძლივდება.

პოლიციის ინფორმაციით, ამომრჩევლების უსაფრთხოებას, დღეს, 18 ათასზე მეტი პოლიციელი დაიცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები