ცაგრეში მოსახლეობისთვის უფასო გამოკვლევები ჩატარდა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში თვალის კლინიკა “ ოფთალმიჯმა” მოსახლეობის უფასო გამოკვლევები ჩაატარა.
პაციენტები ცაგერის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოვიდნენ და მედიკოსებს თავიანთ პრობლემები გააცნეს.
როგორც ერთ-ერთი პაციენტი მარინა ჩიხლაძე აცხადებს, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ცაგერში თვალის ექიმები უფასო კვლევებს ატარებენ.
“ჩამიტარეს ყველანაირი კვლევა,დამიდგინეს სათვალის ზომები,ძალიან დიდი მადლობა ორგანიზატორებს,ცაგერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობასა და ექიმებს. მართალია ცაგერში თვალის ექიმთან კონსულტაცია ხელმისაწვდომია, მაგრამ ასეთი აპარატურა ადგილზე არაა და ამიტომაც მნიშვნელოვანია ამ ექიმების ვიზიტი“,- განაცხადა მარინა ჩიხლაძემ.
როგორც “რეგიონულ კვირას” კლინიკა “ოფთალმიჯის“ წარმომადგენელმა, ექიმმა ოფთალმოლოგმა, ნინო ზარნაძე განუცხადა, ვიზიტი ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის თხოვნის საფუძველზე განხორციელდა.
“ჩვენს კლინიკაში, ქალაქ ქუთაისში ტარდება ოპერაციები, ჩვენ მათ შესაძლებლობის შემთხვევაში ვუბრუნებთ თვალის ჩინს,დღეს ვატარებთ უფასო დიაგნოსტიკას, რომლის ფარგლებშიც ხდება გამოკვლევა და პრობლემების გამოკვეთა,სათვალეების შერჩევა და მედიკამენტოზური დახმარება,“-განაცხადა ნინო ზარნაძემ.