თეიმურაზ შარაშენიძე უკრაინაში მოღვაწე ქართველ ექიმებს შეხვდა
კიევი: უკრაინაში საქართველოს საელჩოში უკრაინაში მოღვაწე ქართველ ექიმებთან შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს ელჩმა, თეიმურაზ შარაშენიძემ თითოეული მათგანი პირადად გაიცნო, ესაუბრა მათ საქართველოს მთავრობის პოლიტიკასა და პრიორიტეტებზე ჯანდაცვის სფეროში, ასევე წარმატებით განხორციელებულ პროექტებზე.
ელჩმა სტუმრებს უკრაინაში საქართველოს პოზიტიურად წარმოჩენისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ამ ტიპის შეხვედრებს სისტემატიური ხასიათი მიეცემა.
“მადლობა მსურს გადავუხადო ბატონ თეიმურაზს ამ შეხვედრისთვის, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენი პროფესიის წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის ელჩმა დაგვპატიჟა, ვისაუბრეთ მთელ რიგით საკითხებზე, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების საჭირო სერვისების მიღებაზე, რომლებსაც არ აქვთ ფინანსური შესაძლებლობა. ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის პროფესორმა, სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება “გეორგიას” პრეზიდენტმა, ბესიკ შამუგიამ.
შეხვედრის შემდეგ სტუმრებისთვის მიღება გაიმართა.