სოფელ ხაბუმეში მესამე საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში მესამე საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.

სკოლის შენობა ავარიული იყო და მოსწავლეებს უკიდურესად მძიმე პირობებში უხდებოდათ სწავლა ,რის გამოც ძველი სკოლის შენობის  დემონტაჟი მოხდა. ამჟამად სასწავლო პროცესი  ნაქირავებ კერძო სახლში მიმდინარეობს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2021  წლიდან მოსწავლეები სრულიად ახალ თანამედროვე სტანდარტების სკოლაში გააგრძელებენ სწავლას. შენობა  აღიჭურვება ახალი ინვენტარითა და ტექნიკით. დაწესებულება  ადაპტირებული იქნება  სპეციალური  საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. სკოლა 60 მოსწავლეზე გათვლილია.

სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. პროექტის ბიუჯეტი 1 214 000 ლარს შეადგენს.

პროექტის ფარგლებში, სკოლის ეზო და მინი მოედანი, ასევე, ავტოსადგომი მოეწყობა.

გათვალისწინებულია საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიების მოწყობა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას  მოემსახურება სასკოლო ავტობუსი.  ადმინისტრაცია დარწმუნებულია, რომ განახლებული სკოლა ბევრ ბავშვს მეზობელი სოფლებიდანაც მოიზიდავს.

სტრატეგიული მნიშვნელობის ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულების მშენებლობის პროცესს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და პარლამენტის წევრებთან ერთად გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები