საქართველოს ფოსტა: საზღვარგარეთ საფოსტო გზავნილით ნებისმიერი რაოდენობის პირბადის გაგზავნა იკრძალება
“2020 წლის 27 თებერვლიდან იკრძალება საქართველოს ფარგლებს გარეთ საფოსტო გზავნილით (მიუხედავად გზავნილის სახეობისა), ნებისმიერი რაოდენობის სამედიცინო დანიშნულების ნიღბის (პირბადის) გაგზავნა”, – ამის შესახებ საქართველოს ფოსტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
მათივე ინფორმაციით, მსგავსი გზავნილი ექვემდებარება ჩამორთმევას ან უკან დაბრუნებას.
“გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აკრძალვის მიუხედავად, გამგზავნის მიერ სამედიცინო დანიშნულების ნიღბის (პირბადის) გაგზავნის შემთხვევაში, საფოსტო გზავნილი შესაძლებელია დაექვემდებაროს ჩამორთმევას ან უკან დაბრუნებას. ამასთან, ასეთ შემთხვევაში, გამგზავნს არ აუნაზღაურდება მის მიერ გადახდილი საფოსტო გზავნილის გაგზავნის ღირებულება”, – ნათქვამია საქართველოს ფოსტის განცხადებაში.