ოზურგეთის სამედიცინო ცენტრი პაციენტების მისაღებად მზად არის
“მედალფას” ოზურგეთის სამედიცინო ცენტრი მზად არის პაციენტების მისაღებად. როგორც “რეგიონულ კვირასთან” “მედალფას” ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორი და ინფექციონისტი აცხადებს, კლინიკაში კორონა ვირუსთან დაკავშირებით მიმართვიანობა არ დაფიქსირებულა.
“მედალფას” ოზურგეთის სამედიცინო ცენტრი მზად არის პაციენტების მისაღებად, ჩვენ გვაქვს ბოქსირებული პალატა ოთხი საწოლით, შესაბამისი აღჭურვილობა, ასე რომ ამ წუთისთვის პრობლემა არ არის. რაც შეეხება პაციენტების მომართვიანობას, ვირუსული ინფექციებით პაციენტები მოგვმართავენ, კორონა ვირუსთან დაკავშირებით საეჭვო შემთხვევა ნამდვილად არ დაფიქსირებულა. იმ ქვეყნებში ნამყოფ პაციენტებს, სადაც ვირუსია დაფიქსირებული, ჯერ არ მოუმართავთ”,- აცხადებს ქეთევან ღლონტი.