შალვა კერესელიძე სოფელ ფრეზეთის მოსახლეობას შეხვდა და მათთვის პრიორიტეტულ საჭიროებებს გაეცნო

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი კაპანაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან გელა ბაქრაძესთან ერთად, სოფელ ფრეზეთის მოსახლეობას შეხვდა და მათთვის პრიორიტეტულ საჭიროებებს გაეცნო. შეხვედრაზე იმსჯელეს სოფელში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე და მიმდინარე და განხორციელებული პროექტები განიხილეს.

გასულ წელს, სოფელ ფრეზეთში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა შიდა საუბნო გზებს. მოასფალტდა ფრეზეთისა და უფურეთის დამაკავშირებელი გზა. ადგილობრივი მოსახლეობა განახლებული ინფრასტრუქტურით უკვე სარგებლობს. სოფელში ბუნებრივი აირის ცენტრალური მაგისტრალი მოეწყო. უახლოეს პერიოდში ადგილობრივი მოსახლეობის ინდივიდუალური გაზიფიცირების პროცესი დაიწყება. სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ფრეზეთში სანიაღვრე არხების მოწყობაც იგეგმება.ასევე, დევნილთა დასახლებაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი აშენდა და ეზო კეთილმოეწყო. ბაღი 2 სააღმზრდელო ჯგუფზეა გათვლილი. დაწესებულებაში სკოლამდელი განათლების მიღებას ფრეზეთსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვები შეძლებენ.

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე რეგიონის მოსახლეობისთვის აქტუალურ საკითხებს რეგულარულად ეცნობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები